ჩვენს შესახებ

2011 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე ამოქმედდა სათემო ორგანიზაციების მხარდამჭერი რესურს ცენტრი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის ინფორმაციული კავშირების დამყარებას. რესურს ცენტრის  ვებ-პორტალის საშუალებით, დაინტერესებულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ სხვა სათემო ჯგუფებს,  საინტერესო პროგრამებს და ორგანიზაციებს,  მიიღონ ინფორმაცია დაფინანსების წყაროებზე და მიმდინარე სიახლეებზე. დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის ვებ-პორტალი ფართო აუდიტორიისთვის საკუთარი წარმატებების გაცნობის კარგი საშუალებაა.